რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა [Video]

2026-05-29 18:48:58

რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა. 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს ზებრაზე გადასვლის დროს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული 45 წლამდე ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.