2026-05-29 20:06:17
იტალიაში, ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია "CREMONAOGGI" ავრცელებს.
მამაკაცი პიჯაკში გამოწყობილი, თანამზრახველთან ერთად, ვიალე პოს ქუჩაზე დადიოდა და გასაძარცვ სახლებს ეძებდა. პოლიციამ მათი საეჭვო საქციელი შენიშნა, მიუახლოვდა მათ და პირადობის მოწმობის წარდგენა სთხოვა.
ორივე მამაკაცმა მიმალვა სცადა. პოლიციელები დამნაშავეებს გაეკიდნენ რა დროსაც ისინი დაჭრეს. დევნაში არაერთი საპატრულო ეკიპაჟი მონაწილეობდა.
სამართალდამცავებმა საჯარო მოხელისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს 33 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც წარსულში ქონებრივი დანაშაულისთვის მრავალჯერ იყო ნასამართლევი.