2026-05-27 13:07:26
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. როგორც სოციალურ ქსელში წერდნენ, 15 წლის მოზარდი ბოლოს საირმის ქუჩაზე დააფიქსირეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.