2026-05-26 15:18:54
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის მახლობლად სამგზავრო მატარებელი სკოლის მიკროავტობუსს შეეჯახა.
BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტობუსში მყოფი 4 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორისაც 2 სკოლის მოსწავლეა.
პოლიციის ინფორმაციით, შეჯახების დროს სარკინიგზო გადასასვლელზე შლაგბაუმი დაშვებული იყო.
მედია წერს, რომ ავარიის დროს ავტობუსში შვიდი ბავშვი, მძღოლი და თანმხლები პირი იმყოფებოდა.
მატარებელში არავინ დაშავებულა, თუმცა ერთ ადამიანს მიღებული შოკის გამო მედიკოსების დახმარება დასჭირდა.