რუსთავში აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს

2026-05-23 22:14:35

რუსთავში აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე არსებული ერთერთი აფთიაქიდან 25 წლამდე კაცმა ერთერთი ცნობილი ბრენდის ძვირადღირებული კრემები მოიპარა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და მისი მხილება შეძლეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.