საბერძნეთში ქართველი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

2026-05-23 21:49:46

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას ბერძნული მედია "sigmalive" ავრცელებს. 
არსებული ინფორმაციით 40 წლის ქართველმა მამაკაცმა ავტომობილში, ცივი იარაღით, ბერძენი ქალი მოკლა და მისი ტანსაცმელი ნაგვის ურნაში გადაყარა.

ბერძენმა სამართალდამცავებმა მამაკაცი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლებლმა მკვლელობისთვის გამოყენებული დანა ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

ქართველი მამაკაცის გარდა კიდევ 4 ადამიანია ეჭვმიტანილი.