როგორია რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავარიის დროს დაშავებულის მდგომარეობა

2026-05-17 12:43:48

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავარიის დროს დაშავებული ქვეითის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, პაციენტს აღენიშნება სხვადასხვა სახის მოტეხილობა და მზადდება საოპერაციოდ.

შეგახსენებთ, რომ გარდაბანი-რუსთავის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.