იტალიაში18 ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

2026-05-16 11:58:12

იტალიაში 18 ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი იძებნება. 

ინფორმაციას იტალიური მედია "teleromagna" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით იტალიის სამართალდამცავებმა ქართველები ბოლონიაში დააკავეს.

ეჭვმიტანილებმა, რომლებიც ჯგუფურად მოქმედებდნენ, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ რამდენიმე თვეში 18 სახლი გაქურდეს.

დაჯგუფების ერთი წევრი შენობის გარეთ დარაჯის ფუნქციას ასრულებდა, დანარჩენები კი სახლებში შედიოდნენ.

მოპარულია ფული, ძვირადღირებული სამკაულები, ელექტრო მოწყობილობები და ძვირადღირებული ტანსაცმელი.