მამაკაცი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

2026-05-14 15:52:25

ხაშურში თხრილში მამაკაცი ჩავარდა და დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მიწა ჩაიშალა და წყალარინების პროექტზე დასაქმებული პირი თხრილში ჩავარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.