ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

2026-05-14 16:28:38

ასპინძა-ახალციხის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. 
შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.