2026-05-09 16:32:17
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაძვირდა. ბოლო, 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 16 დოლარით გაიზარდა და 4 715 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემების მიხედვით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.34%-ით არის გაზრდილი, ბოლო ერთ თვეში ფასი 1.95%-იანი კლებას აჩვენებს, ხოლო წლიურად 41%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ბოლო ვაჭრობის შედეგად მსოფლიო ბაზრებზე გაძვირდა ვერცხლით. უფრო კონკრეტულად, ბოლო ერთ დღეში ვერცხლი 0.7 დოლარით (+0.9%) გაძვირდა და 1 უნციის ფასმა 80 დოლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ბოლო მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის მქონე ძვირფასი ლითონის ღირებულება საქართველოში საშუალოდ 413 ლარს შეადგენდა, 1 გრამ ვერცხლს კი საშუალოდ 5.7 ლარად იყიდით.