ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

2026-05-09 12:23:13

ლაგოდეხში ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

შემთხვევა სოფელ ვარდისუბანში მოხდა.

ქალის საცხოვრებელ სახლთან მისთვის უცნობმა პირმა დაიძახა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნა.

ქალს თავისა და მუცლის არეში 2 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. დაჭრილი თავდაპირველად ლაგოდეხის კლინიკაში, მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

"მთავარი ამბები კახეთიდან" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, დაშავებულის შვილის გამო მივიდა, თუმცა შემთხვევის დროს ახალგაზრდა კაცი სახლში არ იმყოფებოდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.