2026-05-08 23:08:25
ახალციხეში, სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი ცხენს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული.