სესმა რუსთავში 8 ობიექტი დააჯარიმა

2026-05-05 12:09:14

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტში რუსთავში 8 ობიექტი დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, რუსთავში ინსპექტირება 30 ობიექტს ჩაუტარდა.
ნიმუში აიღეს 23 ობიექტიდან, დოკუმენტურად 19, გადაამოწმეს 39 და 8 დააჯარიმეს.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის ჯარიმა 4 ობიექტს რეგისტრაციის გამო დაეკისრა, 1-ს სესის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობისთვის, 2-ს ეტიკეტის არქონისთვის და 1-ს ვადაგასული პროდუქციისთვის.

საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 101 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 69-დან, 50 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 73, დააჯარიმეს 22.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.