ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2026-05-01 19:43:14

კახეთში, ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ბიწი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც 5 ახალგაზრდა გადაადგილდებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.
17 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული.