"გვინდა მერთან ან წარმომადგენელთან შეხვედრა" [video]

2026-05-01 17:06:18

რუსთავის შემოსასვლელში არსებული მიწის მფლობელები ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მიწის ერთ-ერთმა მფლობელმა, თედო გავაშელმა განუცხადა, მათთვის მიუღებელია ის ფასი, რასაც მიწების გამოსასყიდად მუნიციპალური განვითარების ფონდი სთავაზობს. შეკრებილები მოითხოვენ, ფონდთან შუამავლობა ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ გაუწიოთ.

"მიწის 1 კვ.მ-ში 20 დოლარს გვთავაზობენ. როდესაც ფოლადაანთკარში, ქალაქიდან მოშორებით, სოფელში კვადრატი 50 დოლარი ღირს. ეს მიუღებელია, უბრალოდ ხალხის დაცინვაა. ვერაფერში ვერ გამოვიყენებთ იმ თანხას, მანქანას ვიყიდი და მორჩა? ეს სამომავლო ინვესტიციაა, შესაძლებელია იქ რაიმე ააშენო, ან უკეთეს ფასად გავყიდო და ცხოვრებაში წინ წახვიდე. არ ვაპირებ ამ მიწის გაყიდვას 20 დოლარად.

არ ვართ ამ მარგინალი ხალხი და არც რუსთავის განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით. პირიქით სტუდენტური ქალაქიც უნდა აშენდეს, ქალაქიც უნდა განვითარდეს, მაგრამ ვის ხარჯზე? ხალხის ხარჯზე არა.

გვინდა მერთან ან წარმომადგენელთან შეხვედრა, ვისაც აქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ აგვიხსნას, ვინც კითხვებზე გაგვცემს პასუხს",- განაცხადა თედო გავაშელმა.

შეგახსენებთ რომ, საქართველოს მთავრობა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას გაჩიანის ხიდიდან 21-ე მიკრორაიონამდე არსებულ ტერიტორიაზე გეგმავს, რის გამოც კერძო მესაკუთრეებისგან მიწის გამოსყიდვის პროცესი უკვე დაწყებულო აქვს.