რუსთავში, კორპუსის მე-9 სართულიდან სხვადასხვა ნივთი გადმოყარეს

2026-04-22 20:12:18

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულის, ერთ-ერთი ბინიდან ნივთი გადმოყარეს.

როგორც საინფორმაციო სააგენრო “ინფო რუსთავს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, კაცმა ბინიდან საოჯახო ტექნიკა და სააბაზანოში არსებული სხვადასხვა ნივთი ისროლა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.