2026-04-21 15:35:50
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 3 პირი, 1987 წელს დაბადებული ფ.დ., 1970 წელს დაბადებული უ.ქ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ი. დააკავეს.
“გამოძიებით დაადგინდა, რომ სხვადასხვა დროს, ბრალდებულებმა ფ.დ-მ და უ.ქ-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულმა ვ.ი უკანონოდ ცდილობდა გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი.
ბრალდებულის უ.ქ-ს მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურა და ქვეყნიდან იქნა გაძევებული, ხოლო ფ.დ-ს და ვ.ი-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.