2026-04-21 14:13:19
იტალიაში, კასილინოს უბანში 46 წლის საქართველოს მოქალაქე სახლის ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია "questure.poliziadistato" ავრცელებს.
დაკავებულს აღმოაჩნდა ორი ჩანთა, რომლებშიც სახლის კარის გასატეხი ხელსაწყოები იყო მოთავსებული.
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.