ვარკეთილში კვების ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა

2026-04-18 13:36:13

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვების ობიექტის გამწოვ სისტემას ცეცლი გაუჩდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლი ლიკვიდირებულია.