2026-04-17 20:04:07
რუსთავი-თელეთის ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ინფორმაციას 24News.ge ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს "Ford Fusion"-ის, "Jeep Grand Cherokee"-ს და "Mercedes-Benz"-ის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული.