კლასელმა კლასელს ბასრი საგნით შემთხვევით დაზიანება მიაყენა

2026-04-16 13:50:13

მარნეულის №4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის თამაშის დროს ერთ-ერთმა შემთხვევით, საკანცელარიო დანით სხვა მოსწავლე დააზიანა.

დაშავებულ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაწყებულია, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.