ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

2026-04-09 22:51:35

ხაშურში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.