რუსთავში რამდენ ლარად შეიძენთ პასკას და პანეტონეს

2026-04-09 18:56:39

აღდგომის დღესასწაულისთვის მოქალაქეთა ნაწილი პასკებს სახლში ამზადებს, ნაწილი კი სუპერმარკეტებში შეძენას ამჯობინებს.

როგორია ფასები წელს სხვადასხვა სუპერმარკეტსა და საკონდიტროში? ღირებულება წონის, შემადგენლობისა და ბრენდის მიხედვით განსხვავებულია

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის პასკების ფასების ჩამონათვალს:

ბაზარში საშუალოდ 100-200 გრამიან პასკას ფასი 2.50 ლარიდან ეწყება.

კარფურის სააცხობში კლასიკური ქიშმიშიანი 200 გრამიანი პასკის ფასი 4 ლარიდან იწყება. 800 გრამიანი პასკის ფასი 11 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება პანეტონეს, 100 გრამიანი ქიშმიშიანი პანეტონე 6 ლარი ღირს.  500 გრამიანი 20 ლარი, ხოლო 1 კილოიანი 30 ლარი.

სანდომის საცხობის კლასიკური 450 გრამიანი პასკა 5 ლარი ღირს, 540 გრამიანი 8 ლარი, 570 გრამიანი 10 ლარი, 680 გრამიანი 11 ლარი და 900 გრამიანი 12 ლარი.

ლიტვური საცხობის კლასიკური 500 გრამიანი პასკა 5 ლარი ღირს, 750 გრამიანი 10 ლარი და პასკა პანეტონე (750 გრამი) 15 ლარი.

"ინფო რუსთავი" ასვე გთავაზობთ რუსთავის აგრარული ბაზრის პროდუქტების ფასებს