ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2026-03-28 22:36:49

გურჯაანში, სოფელ ახაშენში ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.