საბერძნეთის სანაპიროსთან 22 ემიგრანტი დაიღუპა

2026-03-28 19:19:46

მაშველებმა, საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან რეზინის ნავზე, 22 დაღუპული ადამიანი აღმოაჩინეს. ინფორმაციას "AA" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გემი პარასკევს დილით ადრე ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსმა“ შენიშნა და ბორტზე მყოფი 26 ადამიანი კალოი ლიმენესის პორტში გადაიყვანეს.

გადარჩენილთა თქმით, როდესაც ნავი ლიბიიდან ექვსი დღით ადრე გავიდა, ბორტზე 48 ადამიანი იმყოფებოდა.

მეტეოროლოგიური პირობების გამო გემი რამდენიმე დღის განმავლობაში ზღვაში იყო გაჭედილი, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილები სანაპიროს დაცვას უყვებიან, რომ საკვებისა და წყლის ამოწურვის შემდეგ, გემის ათობით მგზავრი დაიღუპა. კონტრაბანდისტებმა კი ბრძანება გასცეს, რომ დაღუპულების ცხედრები ზღვაში გადაეყარათ.

ორი სუდანის მოქალაქე კონტრაბანდის ბრალდებით დაააკავეს.