დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

2026-03-26 13:35:25

ბათუმში დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. 

მედია მეზობლებზე დაყრდობით წერს რომ, შემთხვევის დროს აივანზე მყოფ კაცს სისხლდენა აღენიშნებოდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს,  გამოძიება 126 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.