2026-03-26 13:33:52
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე (კმ170-კმ185) დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- ნათქვამია განცხადებაში.