2026-03-20 17:03:37
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი ისევ გაიზარდა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 727 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 2.70%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 73.2 დოლარი ღირს, რაც წინა დღესთან შედარებით 2.78%-ით გაზრდილი ფასია.
რაც შეეხება საქართველოს. 1 გრამი 999 სინჯის ფასი 379 ლარია, 750-სინჯიანი - 284.3 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 221.7 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 5.19 ლარია, ხოლო 875-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 4.54 ლარად არის შესაძლებელი.