რუსთავის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის მართვის აუდიტის ანგარიში

2026-03-09 13:15:46

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების, მათ შორის რუსთავის, 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, რუსთავის, ამბროლაურის, ვანის, ხონის, საჩხერის, ხარაგაულის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, მესტიის, ლანჩხუთის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა ვერ უზრუნველყვეს შემოსავლების დროული პროგნოზირება და ბიუჯეტში ასახვა, აგრეთვე, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 22.6% და 17.8% დააკლდა.

2022 წელს ვერ იქნა ათვისებული 66 741600 ათასი ლარი, 2023 წელს ვერ იქნა ათვისებული 52 762 000 ათასი ლარი. 

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტებმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულეს.

"მერიებმა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად წლის ბოლომდე ვერ აითვისეს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა ვერ მიიღეს პროგრამებით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა წყალმომარაგების, საგზაოინფრასტრუქტურის, პარკებისა და სკვერების მოწყობის, წყალანირების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ 15-დან 9 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის შესრულება 80%-ზე დაბალია",- ნათქვამია ანგარიშში.

2022 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ შესრულება 72.6% იყო.

"2022 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-ებიდან(სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი და ა(ა)იპ − რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა) საბიუჯეტო სახსრები არამართლზომიერად ირიცხებოდა არაუფლებამოსილი პირების პირად ანგარიშებზე. კერძოდ, 2022 წელს 8 უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და გადარიცხულმა თანხამ ჯამში − 4.8 ათასი ლარი შეადგინა. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა განახორციელა სამართლებრივი რეაგირება და მიმართა37 შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს",- ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, ა(ა)იპ − რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ბუღალტრის 2 საბანკო ანგარიშზე 2,378.9 ლარი, ხოლო ა(ა)იპ − რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკიდან კერძო კომპანიის საბანკოანგარიშზე 2,460.0 ლარი გადაირიცხა.

ანგარიშში წერის: "რომ რუსთავის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ – რუსთავის კორპუსი, რომელიც 2022-2023 წლებში დაფინანსდა 13,305 400 ათასი ლარით. ა(ა)იპ-მა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისებაზე დახარჯა 1,699 400 ათასი ლარი. ვერხერხდება შეფასება (თვლადი-გაზომვადი კრიტერიუმებით) დაფინანსების მიზნის და მიზანშეწონილობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი პრაქტიკა არ არის დანერგილი.

რუსთავის მუნიციპალიტეში ფუნქციონირებს ა(ა)იპ – რუსთავის მუნიციპალური არქივი, რომლის მიერ მიღებულმა დაფინანსებამ 2022-2023 წლებში 240.6 ათასი ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რატომ არის საჭირო ორგანიზაციის არსებობა ცალკე ა(ა)იპ-ად, როდესაც სხვა მუნიციპალიტეტებში არქივის წარმოებას ახორციელებენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურები".