რუსთავში სეს-მა 10 ობიექტი დააჯარიმა

2026-03-05 18:11:53

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თებერვალში რუსთავში 10 ობიექტი დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 14 ობიექტში ჩატარდა, ნიმუში აიღეს 16 ობიექტიდან, დოკუმენტურად 39, გადაამოწმეს 4.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სანქცია ორს რეგისტრაციის არ ქონის გამო დაუწერეს, ოთხს ეტიკეტის არ ქონისთვის, 2-ს ვადაგასული პროდუქტის რეალიზებისთვის, ერთს მითითების შეუსრულებლობისთვის, ერთს კი კრიტიკული შეუსაბამობისთვის.

სეს-ში აცხადებენ, რომ კრიტიკული შეუსაბამობა რძის გადამამაუშავებელ საწარმოში დაფიქსირდა, რის გამოც ობიექტი 1000 ლარით დაჯარიმდა და დარღვევის გამოსწორებამდე დაიხურა.

საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 43 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 69-დან, 146 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 32, დააჯარიმეს 43.

სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.