რუსთავში ვადაგასული პროდუქტის რეალიზებისთვის 2 მაღაზია დააჯარიმეს

2026-03-05 17:42:19

თებერვლის თვეში რუსთავში ვადაგასული პროდუქტების რეალიზებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 მაღაზია დააჯარიმა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი ცნობით, ობიექტებს 500-500 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო დაჯარიმებული ობიექტების დასახელებისგან თავს იკავებს.