რომელ დღესასწაულებზე დაისვენებენ სკოლის მოსწავლეები

2026-03-04 21:30:04

საგაზაფხულო არდადეგების გარდა, მეორე სემესტრში, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ოფიციალური დასვენების 5 დღეა.

განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, საგაზაფხულო არდადეგები 14 მარტამდე გაგრძელდება.

მეორე სემესტრში ასევე ოფიციალური დასვენების დღეებია: 3 მარტი- დედის დღე, 9 მაისი- გამარჯვების დღე, 12 მაისი- ანდრია პირველწლოდებული დღე, 17 მაისი- ოჯახის სიწმინდის დღე, 26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

გაზაფხულის სემესტრი დასრულდება 15 ივნისს და დაიწყება საზაფხულო 3 თვიანი არდადეგები.