2026-03-04 12:15:34
თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვან გოგონებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა დაზიანება მიიღო, რის გამოც დაკვირვების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.