როდემდე გაგრძელდება უამინდობა რუსთავში

2026-03-01 16:12:25

რუსთავში უამინდობა და თოვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით 2 მარტს ღამე მოსალოდნელია თოვა და ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, დღე ღრუბლიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსამდე იქნება.

3 მარტს: ღამე ღრუბლიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღის განმავლობაში 9 გრადუსამდე იქნება, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.