ირანში აშშ-ს და ისრელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2026-03-01 14:45:34

ირანში აშშ-ს და ისრელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

Reuters-ის ცნობით, თეირანში 201 ადამიანი გარდაიცვალა, 747 კი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. თავდასხმა ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაზეც მოხდა, მსხვერპლის რაოდენობა 85-მდეა. 

ბოლო 24 საათში აშშ-მ და ისრაელმა ერთობლივი სამხედრო ოპერაცია "მრისხანება" და "ლომის ღრიალი" დაიწყეს.

მათ განახორციელეს სარაკეტო და საჰაერო დარტყმები ირანის ტერიტორიაზე, რომლებმაც, დადასტურებული ინფორმაციით, იმსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, მისი სიძე, რძალი, ქალიშვილი და შვილიშვილი. ასევე ოფიციალურადაა დადასტურებული ირანის გენერალური შტაბის უფროსის, აბდოლრაჰიმ მუსავის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სარდალის, მოჰამად პაკპურის, თავდაცვის მინისტრის, აზიზ ნასირზადესა და უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანის, ალი შამხანის სიკვდილი. 

საპასუხოდ ირანმა რაკეტები და უპოლოტო დრონებით მასიურად დაბომბა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, საუდის არაბეთსა და რეგიონში განთავსებული სხვა ამერიკული სამხედრო ბაზები.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დილიდან ირანის მასშტაბით ტერორისტული რეჟიმის 30-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტების გამშვებ სისტემებსა და სამხედრო სარდლობის ცენტრებს. ისრაელში ირანის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 121 ადამიანი. 

მიმდინარე მოვლენების პარალელურად პაკისტანელმა შიიტებმა, რომლებიც ირანზე განხორციელებულ შეტევებს აპროტესტებენ, კარაჩიში აშშ-ის საკონსულოს  თავს დაესხნენ, რა დროსაც ბოლო ცნობებით 9 ადამიანი დაიღუპა.

დაძაბული ვითარებაა ერაყის დედაქალაქ ბაღდადშიც, სადაც აგილობრივი შიიტი პრო-ირანელი მოსახლეობა ცდილობდა ამერიკის საელჩოში, რომლის აღსაკვეთად, საელჩოს უსაფრთხოების ძალებმა, ცეცხლი გახსნეს.