2026-02-23 13:12:30
ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში შუა ხნის მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მას მინის კონსტრუქცია დაეცა.
მიღებული მძიმე დაზიანების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.