რა თანხით დაჯარიმდებით, თუ რუსთავში კორპუსის ფანჯრიდან ნარჩენებს გადმოყრით

2026-02-18 14:59:06

რუსთავში კორპუსის ფანჯრიდან ნარჩენის გადმოგდებისთვის დაჯარიმდებით.

არაერთ რუსთაველს Facebook ჯგუფში დაუწერია, რომ მათი მეზობლის მიერ ფანჯრიდან გადმოგდებული ნარჩენილით ავტომობილი დაზიანებულა ან დანაგვიანებულა.

ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან გამოიწვევს კანონდამრღვევის დაჯარიმებას 250 ლარით.