2026-02-18 13:22:09
ესპანეთში, კატალონიაში, საცხოვრებელ კორპუსის სხვენში გაჩენილ ხანძარს 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.
ინფორმაციას ესპანური მედია Ara ავრცელებს.
კატალონიის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაღუპულებს შორის არიან, 14, 16, და 17 წლის მოზარდები. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, აფეთქების ხმის გაგების შემდეგ, მისი მამა და უმცროსი ძმა ცდილობდნენ მოზარდების გადარჩენას მაგრამ ვერ გადაარჩინეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.