12 დღეა ოჯახი 35 წლის კაცს ეძებს

2026-02-11 18:10:10

თბილისში 12 დღეა 35 წლის გარრი შაგიმიანს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული კაცის დედამ უთხრა, მისი შვილი სახლიდან 31 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. 

ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოებში ჩართულები არიან სამართალდამცავები.

თუ დაკარგულის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 579 70 70 14.