პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

2026-02-11 13:09:36

პოლონეთში, ქალაქ ვიელუნში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაცია ლიეტუვის პროკურატურის მოთხოვნით ჩატარდა. პოლონეთის სამართალდამცავებმა დააკავეს ერთი ძებნილი პირი და მასთან თანმხლები 3 ადამიანი.

ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები, ვარშავის პოლიციის თანამშრომლები და ანტიკორუფციული სამსახურის ბიუროს კონტრტერორისტული განყოფილების წარმომადგენლები.

დაკავების მიზეზი და სხვა დეტალები უცნობია.