2026-02-08 00:39:36
სპეცოპერაცია რუსთავში, დაკავებულია რამდენიმე პირი.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, VII მიკრორაიონში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 ახალგაზრდა ბინაში დააკავეს. სავარაუდოდ მათ ბრალად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ. არსებული ინფორმაციით დაკავებულებს ბინაში ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. "ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს აზუსტებს.