2026-02-07 16:52:14
რუსთავში არასრულწლოვანმა, მაღაზიის კონსულტანტი დაჭრა, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე, მაღაზია ნიკორას თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის საუბარი, კამათში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა, 16 წლის მოზარდმა, კონსულტანტს დანით, ბარძაყის არეში ჭრილობები მიაყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
პაციენტი გადაიყვანეს კლინიკა რუსთავში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ამ დროისთვის მკურნალობას სახლში განაგრძობს.
მოზარდი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.