2026-02-07 00:25:15
ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან მოზარდი გადავარდა და დაიღუპა.
მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა.
"ბათუმელების" პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე რამდენიმე მოზარდი ფოტოებს იღებდა.
ჯერჯერობით უცნობია, მოზარდი დაიღუპა ვარდნის შედეგად თუ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეხებისას, რომელიც ხიდის ქვეშ, მატარებლის ლიანდაგების თავზეა განთავსებული.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.