რუსთავში არასრულწლოვანმა სუპერმარკეტში კონსულტანტი დაჭრა

2025-02-07 15:41:56

რუსთავში არასრულწლოვანმა, მაღაზიის  კონსულტანტი დაჭრა, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე, მაღაზია ნიკორას თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის საუბარი, კამათში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა, 16 წლის მოზარდმა, კონსულტანტს დანით, ბარძაყის არეში ჭრილობები მიაყენა. ადგილზე მობილიზებული იყო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

პაციენტი გადაიყვანეს კლინიკა რუსთავში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ამ დროისთვის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

მოზარდი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 

 

 

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  რუსთავში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი - 2003 წელს დაბადებულ ლ.კ.  ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი  მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.