2026-02-01 00:13:56
ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბიჭი თავდაპირველად უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ რომ ავარია 28 იანვარს მოხდა. არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა და დაშავდა 1.
ადგილობრივები აცხადებენ რომ ახალგაზრდები ქორწილში მიდიოდნენ.