2026-01-31 18:06:39
ხანძარი რუსთავში.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გაგარინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ხმელ ბალახს წაეკიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.