გარდაბანში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

2026-01-28 11:27:22

გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი დედასთან ერთად ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი შეეჯახა. გოგონა ადგილზევე დაიღუპა.

სამართალდამცავებმა ავტომობილის მძღოლი დააკავეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.