2026-01-27 16:12:45
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 55 წლამდე და-ძმის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ცხედრები კერძო სახლის მიმდებარედ იპოვეს.
ცხედრებს არ აღენიშნებათ ძალადობის კვალი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს ” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.