2026-01-27 17:51:58
2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები, როგორც შიდა, ასევე რუსთავი-თბილისის მარშრუტზე 10 606 809 მგზავრს მოემსახურა.
ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოდან მიაწოდეს.
მათ მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, შიდა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა გასულ ერთ წელში 6 906 339 მგზავრი გადაიყვანა. რუსთავი-თბილისის 5 მარშრუტზე მოძრავი ავტობუსებმა კი 3 700 470 მგზავრს მოემსახურა.
ავტობუსებით უბილეთოდ მგზავრობის გამო 1 წლის განმავლობაში 1 810 მგზავრი დაჯარიმდა.
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა ავტობუსებში დამონტაჟებულ აპარატზე მგზავრობის საფასურის გადახდით ითვლება.